SmartCLM-ის თანხის დაბრუნების პოლიტიკა
1. ანგარიშსწორება
- 1.1 კომპანიის პაკეტებით სარგებლობა ფასიანია და შესაბამისი საფასური მითითებულია საიტზე ინდივიდუალური პაკეტების მიხედვით - ფასების ველში;
- 1.2 პაკეტის საფასურის გადახდა ხორციელდება არსებული ონლაინ მეთოდებით. გადახდის შესრულების შემდეგ თანხა არ ბრუნდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. გადახდილი თანხის სრული ანაზღაურება
- 2.1 მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს სრული ანაზღაურება, თუ გადახდა შესრულებულია, მაგრამ დოკუმენტის ფორმირების პროცესი არ დაწყებულა (მომხმარებელი არ შესულა მონაცემების შევსების ბლოკში);
- 2.2 სრული ანაზღაურება ხელმისაწვდომია გადახდიდან 24 საათის განმავლობაში.
3. ნაწილობრივი ანაზღაურების ვადა
- 3.1 ნაწილობრივი ანაზღაურება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევაში: მომხმარებელმა დაიწყო მონაცემების შეყვანა (მომსახურება დაიწყო), მაგრამ დოკუმენტი ჯერ არ არის გენერირებული, და მონაცემების შეყვანიდან გასულია არაუმეტეს 2 საათი;
- 3.2 კომპანია უფლებამოსილია დააკავოს ადმინისტრაციული მომსახურების საფასური (გადახდილი თანხის 50 %), როგორც ტექნიკური რესურსის გამოყენების კომპენსაცია;
4. არანაზღაურებადი ვადა
- 4.1 ანაზღაურება არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევაში:
- 4.1.1 დოკუმენტი უკვე გენერირებულია - ეს წარმოადგენს მომსახურების სრულ შესრულებას.
- 4.1.2 დოკუმენტის ფორმირების დაწყებიდან გასულია 2 საათზე მეტი, თუნდაც დოკუმენტი ბოლომდე არ იყოს შექმნილი მომხმარებლის ქმედებების გამო;
- 4.1.3 მომხმარებელმა არასწორად შეიყვანა მონაცემები, რის შედეგადაც სისტემა ავტომატურად შექმნის არასასურველ დოკუმენტს;
- 4.1.4 მომხმარებელმა შეცვალა გადაწყვეტილება დოკუმენტის მიღების შემდეგ;
- 4.1.5 მომხმარებელმა ვერ მიაწოდა პროგრამას აუცილებელი ინფორმაცია ან შეაჩერა პროცესი;
5. კონტაქტი
ელ. ფოსტა: welcome@smartclm.ai
მობ: 500 001 235 ან 577 057 314
იურიდიული მის: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ვასილ პეტრიაშვილის ქ., N 46 ბ. 5
